სტაფილოს და ვაშლის მაფინები

სტაფილოს და ვაშლის მინი მაფინები
შევუდგეთ მაფინების მომზადებას:
დაგვჭირდება:
ნიგოზი-100 გრ
სტაფილო-250 გრ
ვაშლი-2 ც
კვერცხი-4 ც
შაქარი-270 გრ
ზეთი-240 მლ
ფქვილი-350 გრ
სოდა-1 ჩკ
გამაფხვიერებელი-8 გრ
დარიჩინი-2 ჩკ
ვანილი
ლიმონის ცედრა
პირველ რიგში ნიგოზს ვჭრით მსხვილად.
შემდეგ ვასუფთავებთ კანისგან სტაფილოს და ვაშლს, შემდეგ კი ვხეხავთ მსხვილ სახეხზე.
დაგვჭირდება მაფინის ფორმა, მე ვიყენებ 1 ზომას, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი. წინასწარ ვაფენთ ქაღალდის ფორმებს.
ცალკე თასში ვათავსებთ: ფქვილს, შაქარს, გამაფხვიერებელს, სოდას, ვანილს დარიჩინს და ნიგოზს. კარგად ვურევთ და ვდგამთ ცალკე.
მეორე თასში ვათავსებთ კვერცხს, ვქთვეფთ ხელის სათქვეფით, ვამატებთ ზეთს ისევ ვურევთ ერთგვაროვნებამდე, ბოლოს კი ვამატებთ გახეხილ ვაშლს და სტაფილოს. ბოლოს კი ვაერთიანებთ სველ და მშრალ ინგრედიენტებს ერთმანეთში. ხელის სათქვეფით კარგად ვურევთ, მანამ სანამ ფქვილის მასა ბოლომდე არ გაიხსნება კვერცხის და ზეთის მასაში. ესე უნდა გამოიყურებოდეს მაფინის ცომი. დავიწყოთ ცომის ფორმაში გადატანა, მე მირჩევნია საკონდიტრო ტომრის დახმარებით გადანაწილება, შეგიძლიათ ასევე კოვზით ჩადოთ ცომი ფორმაში.
თანაბრად ვანაწილებთ ცომს და აუცილებლად ვუტოვებთ ცოტა ადგილს ბოლოს კი ვდგამთ გამოსაცხობათ 180° ზე. ამ ზომის მაფინებზე მე დამჭირდა 12 წუთი ცხობა. გამოღებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ჩხირით.
ვიმეორებთ პროცესს, მანამ სანამ ცომი არ გათავდება.
ამ პორციით გამომივიდა 64 ცალი მინი მაფინი.
მინი მაფინები იდეალურია წასახემსებლად, მე ხშირად ვატან ხოლმე ბავშვებს ექსკურსიებზე და სეირნობის დროს.