რეცეპტები

გამომცხვარი ბოსტნეულის წვნიანი

სტაფილო

ვიტამინებით სავსე და საოცრად გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის

რა თქმა უნდა ბოსტნეული გამოვიძახე herbiadelivery.ge დან. მომიტანეს საოცრად ხარისხიანი პროდუქცია და რაც მთავარია დავზოგე ძალიან ბევრი დრო.

დაგვჭირდება:

ფერადი ბულგარული-3ც

ნიორი-4 კბილი

ხახვი-3 ც

პომიდორ- 4-5ც

ბატატი-1ც

სტაფილო 500 გრ

ნაღები 20%-200 მლ  

ბაზილიკი და ორეგანო

პირველ რიგში კარგად ვასუფთავებთ და ვრეცხავთ ბოსტნეულს, შემდეგ კი ვჭრით და ვათავსებთ საცხობ ლანგარზე.

იმისთვის, რომ ყველა ბოსტნეული ერთნაერად მომზადდეს, ერთიდაიგივე დროს მაგარი ბოსტნეული დაჭერით უფრო წვრილად ხოლო რბილი შედარებით მსხვილად.

ვაყრით მარილს, და სუნელებს. ბოლოს კი ვასხამთ ზეითუნის ზეთს და ძაალიან კარგად ვურევთ, მანამ სანამ ბოსტნეული არ გაიჟღინთება ზეითუნის ზეთით და სუნელებით.

ვდგამთ გამოსაცხობად ღუმელში 170° 40-50 წუთი.

აუცილებლად გადაურიეთ რამოდენიმეჯერ ცხობისას, რომ ერთნაერად მომზადდეს ბოსტეული. როდესაც კარგად დარბილდება ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად არის.

გადაგვაქვს გამომცხვარი ბოსტნეული ქვაბში და ვიწყებთ დაბლენდერებას. როდესაც მასა შესქელდება, ვიწყებთ მდუღარე წყლის დამატებას ნელ ნელა. ვამატებთ და თან ძალიან კარგად ვაბლენდერებთ. როდესაც მასა გაერთიანდება, ვამატებთ ნაღებს, გემოვნებით მარილს და დაღერღილ წითელ წიწაკას, ისევ ვურევთ კარგად გაერთიანებამდე, ბოლოს კი ვდგამთ გაზზე და ვადუღებთ 1-2 წუთით.

როდესაც მასა ადუღდება, წვნიანი მზადა არის. გადმოგვაქვს საურველ ჭუჭელში, ვასხამთ ცოტა ნაღებს და ვაყრით წითელ წიწაკას გემოვნებით.

ძალიან გემრიელი, ვიტამინებით სავსე წვნიანიც მზად არის.

გემრიელად მიირთვით.